23 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასასვლელად ლა-მანშის სრუტე ბოლო 24 საათში რეკორდულად ბევრმა მიგრანტმა გადაკვეთა  

საფრანგეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასასვლელად ლა-მანშის სრუტე 1 100-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. ეს ბოლო 24 საათში დაფიქსირებული საზღვრის კვეთის რეკორდული მაჩვენებელია.

მიგრანტებმა სრუტე მცირე ზომის ნავებით გადაკვეთეს. სანაპიროსთან მიღწევისას კი ისინი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და მიგრანტთა ცენტრში გადაიყვანა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში, ინგლისის არხის გადაკვეთის მეშვეობით გაერთიანებულ სამეფოში მიგრანტთა რეკორდული რაოდენობა - 23 ათასზე მეტი ადამიანი მოხვდა.

გაერთიანებული სამეფო საფრანგეთს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

 

დღის ამბები