25 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 254 მილიონს გადააჭარბა - ერვოპაში რეგულაციებს ამკარებენ

მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 254 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი უკვე მეორედ, ევროპაა, სადაც სახელმწიფოები ვირუსის პრევენციისთვის რეგულაციებს ამკაცრებენ.

ავსტრიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის ლოკდაუნი წესდება. კარანტინის ფარგლებში არავაქცინირებულ პირებს, გადაადგილება ეზღუდებათ და საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში აქვთ.

გერმანიაში კი, რეკორდული შემთხვევების გამო, მთავრობამ 12 000 სამხედრო მოაბილიზა. დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში ვირუსით თითქმის 40 ათასი ადამიანი დაავადდა. ქვეყნის ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას სთავაზობენ ახალგაზრდები ბუსტერ დოზით აცრან.

დღის ამბები