23 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი მიგრანტების შტურმის წინააღმდეგ - მოქალაქეები პოლონეთი-ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობენ

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. პოლონელ მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. 

მიგრანტები მესაზღვრეების მიმართულებით ქვებსა და ბოთლებს ისვრიან. იყო სასაზღვრო გამყოფი ზოლის დემონტაჟის მცდელობაც. პოლონელმა მესაზღვრეებმა კი მიგრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე პოლონეთის სასაზღვრო კონტროლის მიერ გამაფრთხილებელი სასიგნალო ყუმბარების გასროლა რამდენჯერმე განხორციელდა.

დღის ამბები