"შქმერის" მანგანუმის საბადოზე გაცემულ ლიცენზიასთან დაკავშირებით, სოფელ შქმერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მხარის რწმუნებულთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ლიცენზიატი კომპანიის - შპს "ტექნოლოჯი 2021"-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კომპანიის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გააკონტროლებს მემორანდუმით გაწერილი ვალდებულების შესრულებას.