19 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
აშშ წინ აღუდგება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას - ლოიდ ოსტინი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ წინ აღუდგება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას.

ოსტინის თქმით, ვაშინგტონი ასევე არ დაუშვებს ირანის მიერ თვითმკვლელი დრონების სახიფათო გამოყენების მცდელობას. მისი თქმით, თეირანის უწყვეტი ბირთვული აქტივობა საფრთხეს უქმნის 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ქვეყნისთვის სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

დღის ამბები