19 აპრილი 2024,   10:31
ვრცლად
ქორწილში დიჯეის ხმამაღალი მუსიკის გამო 63 ქათამს გული გაუსკდა - ინდოელი ფერმერი სიძე-პატარძალს უჩივის

ინდოეთში, ბალასორის ოლქში,  საქორწილო წვეულებიდან გამომავალი ხმამაღალი მუსიკის გამო, 63 ქათამი გულის შეტევით მოკვდა. ამის შესახებ Hindustan Times-ი წერს.

ფერმის მფლობელი რანდჯიტ პარიდა ამბობს, რომ შემთხვევა 21 ნოემბერს მოხდა. ფერმის მეზობლად წყვილი ქორწილს აღნიშნავდა, რაღაც მომენტში DJ-მ ძალიან ხმამაღალი მუსიკა ჩართეს და ფოერვერკების გაშვება დაიწყეს. ხმაურმა ქათმები შეაშინა და მათ ფერმის ტერიტორიაზე ქაოსური სირბილი დაიწყეს.

ფრინველების მდგომარეობით შეშფოთებული ფერმერი ქორწილის წვეულების ადგილზე მივიდა და მათ ხმაურის შემცირება სთხოვა, თუმცა ისინი ისეთი ნასვამები იყვნენ, რომ მისი თხოვნა სერიოზულად არ მიიღეს და ხმაური გააგრძელეს. ფერმაში დაბრუნებულ რანდჯიტ პარიდას 63 ქათამი მკვდარი დახვდა, მათ სავარაუდოდ გული გაუსკდათ.

მეორე დღეს ფერმერმა პატარძლის და სიძის ნათესავებს ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გამოცემა ზოოლოგიის პროფესორზე დაყრდნობით წერს, ძლიერი ხმაური ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, როგორც ადამიანებში, ასევე ფრინველებში. ფრინველები ემორჩილებიან ცირკადულ რიტმს, რომელიც კონტროლდება დღისა და ღამის მონაცვლეობის ბუნებრივი ციკლით. ძლიერი ხმაურით გამოწვეულმა სტრესმა კი შესაძლოა ბიოლოგიური საათი დაარღვია, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

დღის ამბები