19 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
შეტაკება ირანში - აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა

სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია ისპაანში. ადგილობრივმა ფერმერებმა წყლის დეფიციტთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს, მათ დასაშლელად კი პოლიციელებმა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავებულები არიან ორივე მხარეს.

ადგილობრივი ფერმერები უკვე რამდენიმე წელია წყლის სხვა რეგიონებისთვის მიწოდებას აპროტესტებენ, რის გამოც მათ მეურნეობას და ძირითად საარსებო წყაროს საფრთხე ექმნება.  

დღის ამბები