ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილის ტოტები აჩუქა. სამმხრივი შეხვედრა რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინიციატივით გაიმართა.
ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ 2 ქვეყანას შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება.