20 აპრილი 2024,   20:23
ვრცლად
შტორმს გაერთიანებულ სამეფოში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გაერთიანებულ სამეფოში, შტორმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 100 ათასი ადამიანი შოტლანდიაში.

შტორმმა "არვენმა" ინგლისის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ქუჩები. სინოპტიკოსების პროგნოზით ძლიერი ქარი, თოვლი და ყინვა გაერთიანებულ სამეფოში კიდევ შენარჩუნდება.

დღის ამბები