23 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
უკრაინის მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი აქვს - დმიტრო კულება

უკრაინის მოკავშირეების მხრიდან რუსული აგრესიის შეკავებას სამი ელემენტი აქვს - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას თანახმად, აგრესიის შეკავების სამ ელემენტიანი სტრატეგია პირველ რიგში მოკავშირეების მხრიდან აშკარა პოლიტიკური სიგნალის გაჟღერებას გულისხმობს, მეორე ელემენტი რუსეთისთვის სანქციების სერიის დაწესება, მესამე კი სამხედრო მხარდაჭერაა.

კულება ამბობს, რომ უკრაინამ უკვე გააფორმა ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან კონტრაქტები სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.

მისი თქმით, უკრაინის არმიის შეიარაღება რუსეთის პროვოცირებას და კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს.

დღის ამბები