24 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
ხანძარი ორთაჭალაში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

ორთაჭალის დასახლებაში გვიან ღამით ხანძარი იყო. დამწვარია საცხოვრებელი სახლი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მოსახლეობის ევაკუაცია მალევე განხორციელდა.

რისგან გაჩნდა ცეცხლი ჯერჯერობით უცნობია, საუბრობენ ორ ვერსიაზე, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მიზეზი დენის ძველი გაყვანილობა გახდა ნაწილი კი ამბობს, რომ კერა გაზის გამათბობელი იყო.

დღის ამბები