20 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ იყოს სასამართლოში - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტალში გვიან ღამით მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი მზად არის დაესწროს სასამართლო პროცესს.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ იყოს სასამართლოში. სუსტად არის მაგრამ არც ისე... პირიქით, მოწადინებულია იმისთვის, რომ იყოს სასამართლოში. თვითონ მოუთმენლად ელოდება, რომ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თვისი სიტყვა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექიმმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ. 

დღის ამბები