25 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
სასამართლოს ვიყენებთ როგორც პლატფორმას სადაც სააკაშვილს შეეძლება ესაუბროს მოქალაქეებს - რას აცხადებენ ენმ-ში დღევანდელ პროცესზე

ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. "ნაციონალურ მოძრაობაში", 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის ბრალდებას დაუსაბუთებელს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ამბობენ, რომ ერთადერთი ბერკეტი პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად რიგგარეშე არჩევნებია, სხვა მხრივ მათ სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.

ენმ-ს წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, ოპოზიცია სასამართლოს მხოლოდ პლატფორმად იყენებს რითაც შეეძლება ექსპრეზიდენტს მოქალაქეებს ხმა მიაწვდინოს.

საპირისპიროს აცხადებენ მმართველ გუნდში, მათი განმარტებით სასამართლო განაჩენი მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის მიმართ კანონის შესაბამისი იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს მისივე სასამართლო პროცესს. 

 

დღის ამბები