26 აპრილი 2024,   00:32
ვრცლად
სასჯელაღსრულების დაწესებულება უზრუნველყოფს პატიმარ სააკაშვილის ბადრაგირებას სასამართლოში - ანრი ოხანაშვილი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება მისცეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტს შესაძლებლობა ექნება, დაესწროს მისივე სასამართლო პროცესს.

"სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩვენი ინფორმაციით რაც საჯაროდ გაჟღერდა უზრუნველყოფს პატიმარ სააკაშვილის ბადრაგირებას. შესაბამისად მას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აქამდეც ჰქონდა შესაძლებლობა დისტანციურად ან უშუალოდ დაწესებულებაში მიეღო მონაწილეობა რაზეც მან უარი თქვა, რა თქმა უნდა, შესაბამისი დაწესებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ მოხდება მისი ბადრაგირება და წარიმართება პროცესი,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, სასამართლო განაჩენი მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის მიმართ კანონის შესაბამისი იქნება.

დღის ამბები