23 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
როგორ მოხდება ონლაინ კაზინოების შეზღუდვა - დღეს ფინანსთა მინისტრი ახალ ინიციატივებს წარმოადგენს

როგორ უნდა მოხდეს ონლაინ კაზინოების შეზღუდვა - დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ გეგმას წარადგენს ფინანსთა მინისტრი. რის შემდეგაც პროექტის ინიცირებისათვის მთავრობა პარლამენტს მიმართავს.

უმრავლესობის განმარტებით, ეს არის დროული და საჭირო ნაბიჯი საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ცვლილებების მიხედვით იგეგმება აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, ონლაინ კაზინოებზე გადასახადების გაზრდა და მომხმარებელთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ბევრი არასრულწლოვანს უჩნდება პრობლემა ონლაინ კაზინოების გამო, შესაბამისად რეგულაციების გამკაცრება ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხის მოთხოვნა და ინიციატივა იყო.

დღის ამბები