23 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
"ისტორიული აბსურდია - ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ისტორიული აბსურდია, რომ -"ბიძინა ივანიშვილი ასამართლებს მიხეილ სააკაშვილს". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია და მისი გათავისუფლება "ივანიშვილის რეჟიმის" დასუსტებაზე გადის. 

"ცხადზე უცხადესი მოცემულობაა და ის ისტორიული აბსურდი, რომელშიც ახლა თქვენც ხართ, მეც ვარ, ეს მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ ვართ გარეთ, აქ და ამ შენობის შიგნით ივანიშვილი ასამართლებს სააკაშვილს. ეს ისტორიული აბსურდი და უსამართლობა უნდა დასრულდეს და დასრულდება. მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობის დასრულების იარაღი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასუსტებასა და დამარცხებაშია,"- აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება, რომელსაც ექსპრეზიდენტი პირადად ესწრება. საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები; პარალელურად, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს

დღის ამბები