19 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
"10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა, 10.5%" - ნათია თურნავა

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5 პროცენტია. 

"10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა, 10.5%. ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ჩვენი ეკონომიკის სექტორთა უმრავლესობაში,  ძირითადად, მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება გადამამუშავებელი ინდუსტრია, ასევე სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია, რომლის აღდგენის ტემპი საკმაოდ მაღალია და ლოგისტიკა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა ექსპორტმა, რომელიც მართლაც მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით იზრდება,“ - ამბობს ნათია თურნავა.  

დღის ამბები