25 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
"მე მის კოვიდი ვარ" - "მის სამყაროზე" საფრანგეთის წარმომდგენელს კონკურსის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა 

ისრაელში "მის სამყაროს" კონკურსზე ჩასულ "მის საფრანგეთს" 29 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ფრანგული მედია წერს. 24 წლის კლემანს ბოტინო 14 დღიან იზოლაციაშია გადაყვანილი, კონკურსში მისი მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია, რადგან კონკურსი 12 დეკემბერს იმართება.

მის საფრანგეთის ინფიცირებამ შესაძლოა კონკურსში სხვების მონაწილეობასაც შეუქმნას რისკი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კლემანს ბოტინო ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე პოზირებდა მის მექსიკასთან, მის ალბანეთთან და მის ნიკარაგუასთან.

როგორც კლემანს ბოტინომ სოციალურ ქსელში დაწერა, ის იმედგაცრუებულია და ბევრი იტირა. მის საფრანგეთი თავის თავს ხუმრობით - "მის კოვიდს" უწოდებს და საზოგადოებას ურჩევს თავს გაუფრთხილდნენ, რადგან ვირუსი ნამდვილად არსებობს და ის ჩვენთან ახლოსაა.

კლემანს ბოტინო მის საფრანგეთის კონკურსში საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტის გვადელუპას სახელით მონაწილეობდა.

დღის ამბები