25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
რუსეთში "მარადიული ცეცხლის" ჩაქრობის გამო პირველკლასელი ბავშვი პოლიციაში დაიბარეს

რუსეთში ქალაქ კრონშტადტში "მარადიული ცეცხლის" თოვლით ჩაქრობის გამო პირველკლასელი ბავშვი პოლიციაში დაიბარეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

შემთხვევა 29 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივ პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ბავშვმა იაკორნის მოედნის მემორიალზე მარადიული ცეცხლი თოვლით ჩააქრო. სამართალდამცველებმა ბავშვის ვინაობა დაადგინეს. ის ადგილობრივი სკოლის პირველი კლასის მოსწავლე აღმოჩნდა.

პოლიციის განყოფილებაში ბავშვს და დედამისს ასეთი საქციელის დაუშვებლობასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური გასაუბრება ჩაუტარდათ - ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის სამმართველო იტყობინება.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მასალები არასრულწლოვანთა საკითხთა რაიონულ კომისიას გადაეგზავნება.

დღის ამბები