25 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
ავიაკატასტროფა აზერბაიჯანში - სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა საქართველოს სამეზობლოში. აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავდა კიდევ ორი.
ვერტმფრენმა კატასტროფა ბაქოსთან ახლოს მდებარე ხიზის რაიონში განიცადა.

ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენი საავიაციო პოლიგონზე სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა იძიებს

დღის ამბები