25 აპრილი 2024,   04:34
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - შარტავას ქუჩაზე სავარაუდოდ CO-თი გარდაცვლილი ორი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ორივე პირი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.

ამასთან, "თბილისი ენერჯის" ცნობით, აღნიშნული სახლი გაქირავებული იყო და მასში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

გარდა ამისა, ფართი, სადაც შემთხვევა მოხდა, კომერციულად არის რეგისტრირებული და თვითნებურად საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

დღის ამბები