"უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის" - კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სერტიფიცირებული სწავლება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებმა მიიღეს დეტალური ინფორაცია, როგორ უნდა იმუშაონ უსაფრთხოდ აქციებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების დროს.
მედიის წარმომადგენლები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებსაც გაეცნენ.