20 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს სახალხო დამცველი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ნინო ლომჯარიას შეხვედრები ჰქონდა კონგრესსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში.

ომბუდსმენმა ამერიკის კონგრესში, საქართველოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი მოსმენის გამართვის შესაძლებლობის შესახებ დასვა კითხვა, რაზეც კანონმდებლების მრჩევლებისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საარჩევნო და სასამართლოს რეფორმას, ასევე, რუსული გავლენების გაძლიერების საფრთხეს.

"ვისაუბრე რუსული პროპაგანდის და რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გააქტიურებაზე საქართველოში და რა საფრთხეებს ვხედავთ მათ შორის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური მიმართულებით ამ თვალსაზრისით. სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ამაზეც ჩვენი მოსაზრებები და პოზიციები გავაცანით მათ," - ამბობს ნინო ლომჯარია. 

დღის ამბები