საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ორგანიზაციამ ლევან კარანაძე 2 წლის ვადით აირჩია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.