ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო კვლევით ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან ერთად რიგაში, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში მოაწერა.
შეთანხმება ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.