20 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
"ომიკრინის" პირველი შემთხვევა აშშ-ში - იყო თუ არა ვაქცინირებული ახალი შტამით ინფიცირებული პირი  

"ომიკრინის" პირველი შემთხვევა აშშ-ში - მედიის ინფორმაციით, ინფიცირებული სრულად ვაქცინირებულია, თუმცა მას ე.წ. ბუსტერ დოზა არ ჰქონია მიღებული.

ამერიკის შეერთებულ შტატების კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. "ომიკრონის" შტამით ინფიცირების შემთხვევა კალიფორნიაში დადასტურდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს, იქამდე ჩავიდა, სანამ მოგზაურობასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები დაწესდებოდა. მას ინფექცია 29 ნოემბერს დაუდასტურდა. 

ენტონი ფაუჩის ცნობით, "ომიკრონით" ინფიცირებული პირი კარანტინში იმყოფება, ახლო კონტაქტებს ტესტები ჩაუტარდათ და მათი შედეგი, ჯერჯერობით, უარყოფითია. 

დღის ამბები