25 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ასოცირებული ტრიოს პირველმა პირებმა შეხვედრები ევროკავშირის სამივე შტოს ხელმძღვანელობასთან გამართეს.

ბრიუსელი უდასტურებს თბილისს, კიევს და კიშინიოვს, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს სამივე ქვეყნის მხარდაჭერას. ვიზიტის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება.

ოფიციალურ მიწვევაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა.

დღის ამბები