24 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი - გიული ალასანია 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი უნდა გაიმართოს. 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული ექსპრეზიდენტი სასამართლოში პენიტენციური სამსახურის სპეციალური ავტომობილით უკვე ეტაპირებულია. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

საქალაქო სასამართლოში მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელიც ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან მისი განმარტებით, მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც საქმისთვის გამოიყენებს.

"მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის რომ ჰქონდეს რაღაც ხარჯი, რომელსაც ახმარს საქმიანობას. რაზეა ლაპარაკი? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები - ესეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული, რა უნდა ილაპარაკო საერთოდ?“ - ამბობს გიული ალასანია.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ექსპრეზიდენტის ადვოკატები, რომლებიც ამბობენ, რომ პროცესზე არა ერთ შუამდგომლობას დააყენებენ. მათ შორის შუამდგომლობას სხდომის საჯაროობას და მედიის დასწრების შესახებ. 

"მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმინეთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს," - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეს განიხილავენ, რომელზეც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ სწორედ ჯანაშია აღმოჩნდეს ის პირი ვისაც სააკაშვილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე დაადებს ხელს, ისევე როგორც (29 ნოემბერს გამართულ პროცესზე) 7 ნოემბრის საქმეზე, აქციის დარბევაში ექსპრეზიდენტმა მისი ხელისუფლების შს მინისტრი - ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულა

დღის ამბები