დღეს შვედეთში ეუთოს მინისტერიალი იწყება. სტოკჰოლმში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი მინისტერიალზე სიტყვით გამოვა. მთავარი აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაკეთდება. ამაზე დავით ზალკალიანმა მინისტერიალის დაწყებამდე ისაუბრა:
"ჩემი გამოსვლის ძირითადი აქცენტი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რა უნდა აკეთებდეს მოლაპარაკებების შესასრულებლად და როგორ შეიძლება საერთშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია. რუსეთი მუდმივად ბლოკავს გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ ინტენსიურად ვმუშაიბთ რომ ამ ფორმატში მიღებული იყო ძალიან მკაფიო განცხადება,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
57 ქვეყანას შორის, რომელიც ეუთოს მინისტერიალს ესწრება, რუსეთიც არის. ამ წუთებში ეუთოს თავმჯდომარე ესალმება სტუმრებს, რაც იმას ნიშნავს რომ სულ ცოტა ხანში ოფიციალურად დაიწყება მინისტერიალი.