22 იანვარი 2022,   20:53
ვრცლად
უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია

უნგრეთის ადამიანური შესაძლებლობების მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია. ის დელეგაციის წევრებთან ერთად უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებულ საარქივო მასალასა და დაცულ უძველეს ქართულ ხელნაწერებს გაეცნო.

სპეციალურად მოწყობილ მცირე ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტები საქართველოში ავსტრია-უნგრეთის საკონსულოს დაარსებისა და შემადგენლობის შესახებ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უნგრელ მინისტრთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა.

დღის ამბები