22 იანვარი 2022,   21:28
ვრცლად
მზად ვართ კონსულტაციებისთვის, "ოცნებას" არ სჭირდება შეხსენება რა არის კარგი ქვეყნისთვის - ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ოპოზიციის ულტიმატუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მართველი გუნდისთვის მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია კანონპროექტის განხილვაში ყველა ოპოზიციური პარტია იღებდეს მონაწილეობას და ცვლილებები მიიღონ ერთიანი მსჯელობის შედეგად.

მმართველი გუნდის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მზადაა კონსულტაციებისთვის და ოპონენტებთან კონსტრუქციული მუშაობისთვის

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ კონსულტაციებისთვის. "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან, სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უზრუნველყო საარჩევნო მოდელის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურადაა დაახლოვებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. თუ ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი მონაწილეობს, ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია, არ არის ჩართული და პირიქით - ეწევა რადიკალიზაციას, ეს ამ ყველაფერზე დადებითად ვერ აისახება,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები