19 იანვარი 2022,   06:17
ვრცლად
გაცილება პანკ-როკითა და სამხედრო ცერემონიით - ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს დაემშვიდობა

16 წლიანი მმართველობის დასასრულს გერმანიის კანცლერის საპატივცემულოდ სამხედრო ცერემონია გაიმართა.

ანგელა მერკელის თანამდებობიდან გაცილების ღონისძიება ბერლინში, თავდაცვის სამინისტროს ეზოში შედგა. მერკელმა აღლუმისთვის მუსიკალური კომპოზიციები თავად შეარჩია, მათ შორის გაჟღერდა გერმანული პანკ-როკის ერთ-ერთი ჰიტი.

ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯერ კიდევ მოქმედმა კანცლერმა პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების გამკაცრება დააანონსა.

მერკელს კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი 8 დეკემბერს ჩაანაცვლებს.

დღის ამბები