19 იანვარი 2022,   04:43
ვრცლად
ვინ გახდება ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე - ოპოზიცია საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს 

 პირველ სხდომას მართავს ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულო. დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება უწყების თავმჯდომარე და მოადგილეები. დაკომპლექტდება ფრაქციებიც.

ქუთაისის საკრებულო 35 დეპუტატისგან შედგება, 18 წევრი "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, ხოლო  17 - ოპოზიციის.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" 14 მანდატს ფლობს, გახარია - "საქართველოსთვის" - 2 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ერთი მანდატის მოპოვება კი გიორგი ვაშაძის პარტიამ -"სტრატეგია აღმაშენებელმა" შეძლო.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, საკრებულო ქმედუნარიანი იქნება და ქალაქის ყველა პრობლემას გამოეხმაურება. ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა რეალურად ხალხის ნებას არ ასახავს. მათი თქმით, ოპოზიცია თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს.

დღის ამბები