19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" მარტვილისა და რუსთავის საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკუთარ წარმომადგენლებს დაასახელებს

პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს ახლად არჩეული დეპუტატები იქ სადაც მათი წევრების ხმები გადამწყვეტია თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარი პარტიის წარმომადგენლებს დაასახელებენ. საუბარია - მარტვილსა და რუსთავზე.

დანარჩენი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კი სხდომას დაესწრებიან, თუმცა მასში მონაწილეობას არ მიიღებენ. გამონაკლისი ბათუმია სადაც - გახარიას "საქართველოსთვის" წარმომადგენელბი სხდომაზე საერთოს არ მივლენ. 

 პარტიის "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავას თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში სადაც მის პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებს წარადგენს. 

"იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების კანდიდატების თავმჯდომარეებად ჩვენ ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში სადაც, ასევე გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პარტია "საქართველოსთვის" ქმნის ფრაქციებს.

იმ საკრებულოებში სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ ხმების საკმარის რაოდენობას, საკრებულოს თავმჯდომარის თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, კიდევ ერთხელ ჩვენი მოქმედების პრინციპი ძალაუფლების ბალანსი იქნება,"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.   

დღის ამბები