პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.
ოპოზიცია კრიტიკული კითხვებისთვის ემზადება, უმრავლესობაში კი სამინისტროს სამომავლო გეგმებით ინტერესდებიან.
"გვექნება შეკითხვები ჩვენ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით, გვექნება შეკითხვები მუზეუმებთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თეა წულუკიანის კულტურის სამინისტროში მოსვლა პირველ რიგში დაკავშირებულია იმასთან, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა კულტურის სფეროში მთავარი ამოცანა ხელისუფლების," - განაცხადა სალომე სამადაშვილი
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ წულუკიანის ანგარიშში კონკრეტული მიღწევები იქნება წარმოდგენილი.