19 იანვარი 2022,   05:41
ვრცლად
პოლიტიკის დოკუმენტის - “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში" ერასმუს და ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის - “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართა.

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანი, რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდებაა.

პრეზენტაციის შემდეგ, საკონსულტაციო საათი გაიმართა.

ღონისძიებას განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

დღის ამბები