16 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
ბაიდენი და პუტინი ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობას განიხილავენ

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები სამშაბათს ვიდეოზარის მეშვეობით უკრაინის საზღვართან არსებულ მდგომარეობას განიხილავენ. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს, ჯო ბაიდენი ხაზს გაუსვამს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აქტივობას და კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ორი ქვეყნის ლიდერები, ასევე, სტრატეგიულ სტაბილურობაზე, კიბერ და რეგიონალურ თემებზე ისაუბრებენ. კრემლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ კავშირებსა და ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაზე ისაუბრებენ.

დღის ამბები