ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ინდონეზიაში 13 ადამიანი გარდაიცვალა, ასამდე კი დაშავდა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვულკანთან მდებარე დასახლებებიდან ასობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
ვულკან სემერუს ფერფლმა 11 სოფელი დაფარა. მისი აქტივობა ბოლოს იანვრის თვეში დაფიქსირდა.