დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, წელს, ჯამში, 400-მდე დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.