25 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
მდგომარეობა შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე

ეპიდვითარება საქართველოში ექიმების მხრიდან ისევ მძიმედ ფასდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა უმრავლესობა კვლავ აუცრელი მოქალაქეები არიან, ამიტომ მედიკოსების მოწოდება ისევ იმუნიზაციის გაფართოება და არსებული რეგულაციების დაცვაა.

"მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. საწოლფონდის თვალსაზრისით ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს რეკომენდაციების მაქსიმალურად დაცვა და უმნიშვნელოვანესი რაც არს - ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება," - განაცხადა პროფესორმა, მედიცინის აკადემიური დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა.

"თუ უფრო გართულდა ეპიდვითარება, ალბათ აქვს სახელმწიფოს რესურსი, რომ საწოლფონდს მობილიზება გაუკეთოს, მაგრამ იმ ადამიანების მობილიზება, ვინც პაციენტებთან მუშაობენ, გაჭირდება, რადგან, პრაქტიკულად, ყველა ასეთი ადამიანი ჩართულია უხილავ მტერთან ბრძოლაში. ამოსავალი წერტილი პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვაა," - აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

დღის ამბები