19 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
კვიპროსში გაუჩინარებული რუსი ქალების ცხედრები აღმოაჩინეს

კვიპროსში 17 ნოემბერს გაუჩინარებული რუსი ქალების ცხედრები აღმოაჩინეს. მათი მკვლელობა 33 წლის სირიული წარმოშობის მუშამ აღიარა.

Cyprus Mail-ის ცნობით, 43 და 33  წლის ქალებს ლარნაკაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები, ერთი ლარნაკაში ზაფხულის დასაწყისში ჩავიდა, მეორე კი შემოდგომის შუა რიცხვებში.

პოლიციის ვერსიით, 17 ნოემბერს მუშამ, რომელიც სოფელ კატო-ამიანდოსში სააგარაკე სახლის მშენებლობაზე  მუშაობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ქალებს, რადგან ჩათვალა, რომ ისინი მას დასცინოდნენ.

პოლიცია თავიდანვე ეჭვობდა, რომ ქალები ძალადობრივ ქმედებებს ემსხვერპლნენ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სახლში ნაპოვნი სისხლის კვალი ერთ-ერთი დაკარგული ქალის იყო, თუმცა ცხედრების პოვნას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, პოლიციამ ეჭვმიტანილი გამოტეხა და მან ქალების მკვლელობა აღიარა.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცმა ქალების ცხედრები სარდაფში 1,5 მეტრზე დამარხა. პოლიცია კიდევ 2 ეჭვმიტანილს ეძებს, რომლებიც მას ცხედრების გადამალვაში ეხმარებოდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე დღეს უნდა წარსდგეს.

დღის ამბები