20 აპრილი 2024,   05:03
ვრცლად
ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს

ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს. კარლ ნეჰამერი ბოლო 2 თვეში უკვე მესამე კანცლერია. 49 წლის ლიდერი, რომელიც მმართველ კონსერვატიულ სახალხო პარტიას წარმოადგენს, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მის არჩევამდე, კანცლერის თანამდებობას ალექსანდერ შალენბერგი იკავებდა, რომელმაც გადადგომაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა და სახალხო პარტიის თავმჯდომარემ სებასტიან კურცმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.

შალენბერგმა თანამდებობის დატოვებამდე აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის და პარტიის ლიდერის პოსტს ერთი და იგივე ადამიანი უნდა იკავებდეს. ამ განცხადების შემდეგ, სახალხო პარტიამ ახალ ხელმძღვანელად კარლ ნეჰამერი წარადგინა.

დღის ამბები