18 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
მძიმე ეპიდვითარების გამო საფრანგეთმა და ავსტრალიამ 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცეს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 266 მილიონს აჭარბებს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.

განსაკუთრებით რთულია ვითარება ევროპაში. ნიდერლანდებში საავადმყოფოებში საწოლფონდის მობილიზება მიმდინარეობს. ამასთანავე, ექიმების კოვიდ პაციენტების მოვლაში ის სამხედრო მოსამსახურეები დაეხმარებიან, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ მიღებული.

რეგულაციებს ამკაცრებს საფრანგეთი. კვირის ბოლოდან ღამის კლუბები დაიხურება, საზოგადოებას კი შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. რისკჯგუფში შემავალი 5 დან 11 წლამდე მოზარდებს კი აცრის შესაძლებლობა მიეცემათ. ამავე ასაკობრივ ჯგუფს აცრის შესაძლებლობას აძლევს ავსტრალიაც.

დღის ამბები