20 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლონეთს იმ მიგრანტების ბელარუსში გაძევება აუკრძალა, რომლებიც პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სასამართლოს მიმართეს.

სასამართლომ, 47 განცხადებიდან 43 დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ მიგრანტები უზრუნველყონ საკვებით, წყლით და საჭირო სამედიცინო მომსახურებით.

მიგრანტებმა საჩივრები ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგაც შეიტანეს, მაგრამ, ამ დროისთვის, ამ ქვეყნების წინააღმდეგ დროებითი ზომები ჯერ არ ამოქმედებულა. უკვე რამდენიმე თვეა მიგრანტები ბელარუსიდან ევროპის სახელმწიფოებში გადასვლას ცდილობენ.

ევროპული ქვეყნები კი, ალექსანდრ ლუკაშენკოს მათ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს.

დღის ამბები