22 იანვარი 2022,   22:44
ვრცლად
როდის დასრულდება პანდემია და რომელი ფერები დაგვეხმარება 2022 წელს დაავადებებთან გამკლავებაში - ასტროლოგის იმედისმომცემი პროგნოზი

პანდემიის მიუხედავად, მსოფლიო ახალი წლის აღსანიშნავად ემზადება. ახალი წელს ქვეყნები კოვიდრეჟიმის პირობებში, უკვე მეორე წელია ხვდება. ბევრი სირთულის შემდეგ, ყველას აინტერესებს როგორი იქნება და რას გვიმზადებს ამ კუთხით 2022 წელი. 

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "რუსთავი 2-თან", იმედის მომცემ პროგნოზს აკეთებს და განმარტავს, თუ რატომ არის მსოფლიო ბოლო წლების განმავლობაში პანდემიის ტალღებში და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. 

ასტოლოგიური პროგნოზები და მოლოდინები:

"პანდემიის კუთხით, წესით, 2022 წელს ცოტა უკეთესობა მაინც უნდა იყოს, წინა წელთან შედარებით, რადგანაც გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თავის სამფლობელოში შედის, რაც უფრო გაზრდის საზღვრებს და ადამიანს მეტი შესაძლებლობები ექნება.

იმატებს ამ წელს პოზიტიური განწყობა. რატომ არის ზოგადად პანდემიები მომრავლებული? - იმიტომ, რომ სამყაროში არ არსებობს ცეცხლის ენერგია ამ ბოლო წლებში. ცეცხლის სტიქია კი, ეს არის იმუნიტეტი და ბრძოლისუნარიანობა. 2024 წლამდე კი, ეს სტიქია არ გვაქვს. 2024 წელს შემოდის ცეცხლის სტიქია. როდესაც პანდემიაა და ენერგია არის სუსტი, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ მეტი ცეცხლოვანება შემოვიტანოთ - ეს შეგვიძლია გავაკეთოთ დეტალებით, მაგალითად გამოვიყენოთ ცეცხლისფერი თუ წითელი ფერის ტანსაცმლი. ეს ფერები დაავადებასთან საბრძოლველად ენერგიას გვაძლევს,"- აცხადებს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე. 

დღის ამბები