22 იანვარი 2022,   21:47
ვრცლად
ენმ თავიდანვე არ იყო შეთანხმების ნაწილი, ეს მხოლოდ საბაბია, თუ როგორ ჩაშალონ საკონსტიტუციო შეთანხმება - პაატა მანჯგალაძე

რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და როდის დაუბრუნდება საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით განხილვას, ჯერ კიდევ უცნობია.

მხარეები საკუთარ პირობებზე უარის თქმას, ამ ეტაპზე, არ აპირებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ და მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ.

"ეს უკვე ნაცადი ხერხია, მორიგი მცდელობაა ამომრჩევლისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოტყუების. ცდილობენ, რომ იგივე მეთოდი გამოიყენონ, რაც უკვე გამოიყენეს ერთხელ და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს პარლამენტში. ახლა უნდათ, რომ როგორმე იქნებ დაახევინონ ოპოზიციას უკან და ფიქრობენ საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებზე და არა ქვეყნის ბედზე. არ გაუვათ ეს - უკვე გაშიფრულია და გაყინულია თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნება." ძალიან ბევრჯერ ჩაიდინეს ერთი და იგივე უნამუსობა,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ეძებს მიზეზს, ჩაშალოს საკონსტიტუციო შეთანხმება, რადგან ენმ თავიდანვე არ ყოფილა ამ შეთანხმების ნაწილი. 

"ვეთანხმები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების პათოსის მეორე ნაწილს, რომ აუცილებლად გვჭირდება მეორე მოსმენით ამ ცვლილებების მიღება. ის, რომ თუ ოპოზიცია ჭკუით მოიქცევა, მერე გავხდებით კარგები - ეს არასწორია. "ნაციონალურ მოძრაობას" თუ გულისხმობს, "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ იყო ჩვენი შეთანხმების ნაწილი, შესაბამისად, მათკენ ხელის გაშვერა მხოლოდ საბაბია, თუ როგორ ჩაშალონ საკონსტიტუციო შეთანხმება,"-აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები