22 იანვარი 2022,   21:41
ვრცლად
ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო კოვიდპანდემიის შედეგად არსებული გამოწვევები და მთავრობის მიერ ამ გამოწვევების დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები.

ასევე, განიხილეს საქართველოში სავაჭრო და ეკონომიკური ჰაბების ხელშეწყობა და ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბის მშენებლობის საკითხი.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე ას წელზე მეტია, რაც საქმიანობს და ყოველთვის მხარში გვიდგას, მათ შორის ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიცაა კოვიდპანდემია. მინისტრის განცხადებით, პანდემიის პერიოდში წითელი ჯვრის საზოგადოება ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას და დღესაც გვეხმარება პანდემიის მართვასა და სწრაფ რეაგირებაში.

"წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ დღეს, მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო განიხილოს არა მხოლოდ როგორც მათი დახმარებისა და პროგრამების ობიექტი, არამედ როგორც ადგილი, სადაც ააშენებენ რეგიონულ მნიშვნელობის ლოგისტიკურ ჰაბს,"- აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები