24 აპრილი 2024,   03:57
ვრცლად
თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტავად შუამავლის როლი შეასრულოს

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების ფონზე, მოედანზე შემოდის რეგიონის კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე -  თურქეთი.

ბაიდენის გაფრთხილებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიიღებს, დღეს ერდოღანის განცხადება მოჰყვა.

თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტავად შუამავლის როლი შეასრულოს. ეს თურქეთის პრეზიდენტის უკვე მეორე შეთავაზებაა ამ თვეში.

ამჯერად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, განცხადება ყატარიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის ორივე მხარის თანხმობით დიალოგის არხი ჩამოაყალიბოს.

"ჩვენ უყოყმანოდ გავაკეთებთ ყველაფერს რეგიონის მშვიდობისთვის, იქნება ეს ფასილიტაცია, მედიაცია თუ ნებისმიერი სხვა სასურველი ფორმატი," - აცხადებს ერდოღანი და იმედს გამოთქვამს, რომ რეგიონში დაძაბულობა განიმუხტება და ვითარება სტაბილური გახდება.

დღის ამბები