18 აპრილი 2024,   05:52
ვრცლად
"საველე ჰოსპიტლები შესაძლოა ისევ გახდეს საჭირო" - ექიმების თქმით, "ომიკრონი" ქვეყანაში მალე შემოვა

ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსის ახალი - "ომიკრონ" შტამის გავრცელებას ელოდებიან. ექიმების თქმით, "ომიკრონი" ქვეყანაში მალე შემოვა. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებამდე კი, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ვირუსებიც ართულებს, ამიტომ მედიკოსები სტატისტიკის ზრდას პროგნოზირებენ.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინფიცირებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლები რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი კვლავ რეგულაციების დაცვას და იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკნე მოუწოდებს საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების საჭიროება ისევ დადგეს.

 "რაც შეეხება ეპიდვითარებას მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში კვლავ მძიმე რჩება. აცრების ტემპი, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ მოიმატა არ არის საკმარისი იმისა, რომ სათანადოდ ვიყოთ დაცულები, თუ გავითვალისწინებთ იმ ახალ შტამს, რომელიც თანდათანობით გვიახლოვდება. ყველაზე კარგი პრევენცია ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა არის,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.  

დღის ამბები