20 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
ენერგეტიკული პროექტების რისკების შემცირება და უსაფრთხოება - ნათია თურნავამ USAID-ის ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, სადაც ენერგეტიკული პროექტების რისკების შემცირება და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ღონისძიებას USAID საქართველოს მისიის დირექტორი, საქართველოს ბიზნესის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ენერგოსექტორში მოღვაწე ინვესტორები, დეველოპერები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით და ინიციატივით, ვსაუბრობთ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული სფეროს საინვესტიციო რისკების შემცირებას და ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი, რომ გავხადოთ ეს სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო გვეხმარება წლებია უკვე ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც შეეხება ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები